კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეექვსე





1.    პირველი  ნაწილი     მეორე ნაწილი     მესამე ნაწილი     მეოთხე ნაწილი
 

 -კი მაგრამ, შენ ხომ ფრანგული სალაპარაკო დონეზეც კი „აქა-იქ იცი“, ინგლისური იყოს კიდე მესმის, როგორ უნდა მოახერხო მუშაობა?
 მორიგი „ნიუსით“ გაკვირვებული დუკა დაბნეულად იჩეჩავს მხრებს და ჩემს მუხლებში მჯდომ მატასის, ვაშლის პიურით სავსე კოვზს მონდომებით უმიზნებს პირისკენ..
მე და დუკა, ძიძის მოვალეობას ვითავსებთ დილიდან ჩვენი არქიტექტორი გვანცუ სასწრაფო შეხვედრაზე გამოიძახეს.. რაღაც გრანდიოზულ შეკვეთას უჩანს პირიო
- მოვახერხებ როგორმე, მუშაობის პარალელურად ფრანგული ენის კურსებზეც ვივლი საღამოობით, ნუ დარდობ ყველაფერი გამომივა
ვამბობ გენერლის სიამაყით და მოპირდაპირე მხარეს, ჭურჭლის კარადის შემინულ ვიტრინაში, ჩემს ახალ ვარცხნილობას კმაყოფილი ვათვალიერებ
 
 რამოდენიმე დღის წინ, საკუთარ თავს ყველაზე თამამი ექსპერიმენტის ჩატარების უფლება მივეცი.. ქერა გავხდი..
როგორც ამბობენ ძალიან მიხდება..
ჰოდა ისა..
პირველი ვიზიტის შემდეგ, დაახლოებით მესამე დღეს ისევ მოულოდნელად მესტუმრა ნია..
ლოყები საკუთარი ფრჩხილის ლაქისფერად ჰქონდა შეფერადებული.. თვალებზე ეტყობოდა რომ რაღაც ძალიან, ძალიან უხაროდა.. პირდაპირ კარებში მეცა და მაგრად ჩამეხუტა..
„სარჩელი უკან წაიღეს... დაგვანება თავი.. რომ იცოდე შენი როგორი მადლობელი ვარ.. შენ რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა!“
სხაპასხუპით მომაყარა და მერე ნაჯაფარი კაცივით, ღრმად ამოისუნთქა ...
გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა
ხო, მაგრამ მე...
შენ ხარ ყველაზე კეთილი დ არაჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაზე... მე და ნიკომ გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა რომ დაიბადება, მისი ნათლია იყო.. უარს არ მივიღებთ იცოდე!
მოიცა ნია.. მე არ
ამაოდ ვცადე „სიტყვის ჩაკვეხება“
მაპატიე ეხლა უნდა გავიქცე.. ნიკო მელოდება .. წარმოგიდგენია დღეს ხელს ვაწერთ ღმერთო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი.. გკოცნი სალი და შეგეხმიანებით აუცილებლად.. მადლობა კიდევ ერთხელ და ათასჯერ ჩვენგან!
პულიმიოტის ჯერივით მომაყარა ისევ და კიბეებზე თეთრი კაბის ფრიალით დაეშვა..
მოკლედ, დამტოვა გაღიმებული ...


2. 

 

 თუმცა სიტუაციის ასეთი რადიკალური შემობრუნების მიუხედავად, გარდატეხა რომელიც ნიას პირველმა ვიზიტმა გამოწვია, საოცრად რეზონანსული აღმოჩნდა..
მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემში სადღაც მიკარგულმა, ჩამქრალ-ჩაბჟუტულმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა... საბოლოოდ გავაცნობიერე - ის გოგო, რომელიც ბედის ირონიით, ყოფილი ქმრის ხელში, საცოდავ სათამაშო ტიკინად იქცა, ფეხზე უნდა დამდგარიყო და საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც უნდა დაემტკიცებინა, ის რომ მისი ასე გათელვის უფლება არავის ჰქონდა..

 მოგატყუებთ რომ ვთქვა, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ერთ, ორ ან ხუთ დღეში მოვახერხე მეთქი.. თუმცა თავად სურვილი, ბედის უკუღმა მბრუნავი ბორბალი, ისევ სწორ რელსებზე გადამყვანა ჩემში იმდენად დიდი იყო, რომ სწორედ ამ ძალამ შემაძლებინა, თითქმის ჩასაძირად განწირული საკუთარი თავისთვის, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მეიძულებინა...
ჰოდა, „დიდი დალაგებით“ დავიწყე..
ჯერ სახლი დავალაგე
მერე გარეგნობა
მერე მეგობრებთან ურთიერთობა
მერე ავარიული კედლებიდან ისევ მშობლიურ, ფერადშპალერგაკრულ საძინებელ ოთახში გადავინაცვლე ...
ჯერი სამსახურის ძებნაზე მიდგა
ბევრი „დაგირეკავთ“ და მოლოდინში გასული კვირეები
თუმცა, არ მიდარდია.. ვიცოდი ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს სასარგებლოდაც მოიჭრებოდა კარტი..
ჰოდა მოიჭრა კიდეც..
თუმცაღა, ჩემდა გასაოცრად ფორტუნამ სულ სხვა მხრიდან გამიღიმა...



3

 

 ერთ მშვენიერ დილას, ჩემს მობილურში დემეტრეს ნაცნობი ხმა გაისმა..
არა, არა, ცდებით! სამსახურში დაბრუნება კი არა, სულ სხვა წინადადება შემომთავაზა..
-ჩვენთან ვაკანსიები ჯერ არ გვაქვს.. მაგრამ ჩემი მეგობრის პარტნიორს, უცხოური საპროდიუსერო კომპანიის პრეზიდენტს, პირადი თანაშემწე სჭირდება.. ჰოდა, რა ვიცი.. შენს კანდიდატურას გავუწიე რეკომენდაცია... ყოველმხრივ აკმაყოფილებ მოთხოვნებს... მაშინ რაღაც მთლად კარგად ვერ გამომივიდა.. ხომ გესმის.. უბრალოდ ბიზნესი ბიზნესია და..
დამნაშავესავით ჩაილაპარაკა დემეტრემ
_არა უშავს.... იმ პერიოდში მეც ნამდვილად არ ვიყავი „მწყობრში“
დიდსულოვნად ვაწყვეტინებს მობოდიშებას..
-ჰოდა ასე.. კოორდინატებს დაგიტოვებ და აბა შენ იცი..
აშკარად გულზე მოეშვა და მხიარულ ნოტაზე გადავიდა დემეტრე
-კარგი.. ვეცდები არ შეგარცხვინოთ
საპასუხოდ მეღიმება მეც..
-ისა და .. ფრანგული ხო აზრზე ხარ შენ? ეს ქალი ფრანგია.. წერილების შედგენა მოგიწევს ხოლმე ალბათ ფრანგულად...
აი ეს „ლირიული გადახვევა“ კი ნამდვილად არ მაწყობდა.. ფრანგული სასაუბრო დონეზეც კი „აქა იქ“ ვიცი..
გულზე შემომეყარა ...თუმცა ჩემი ტვინი მალევე ელვის სისწრაფით ამუშავდა გამოსავლის ძიებაში..
„ რა მოხდება.. პარალელურად რომ ვიმეცადინო.. ასეთ შანსს ფრანგულის უცოდინარობის გამო ნამდვილად ვერ გავუშვებ ხელიდან“
წამებში ვიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას და ჩემი პასუხის მომლოდინე დემეტრეს მთელი დამაჯერებლობით, რიხიანად ვუცხადებ..
- რა თქმა ვიცი.. მიკარნახე კოორდინატები..

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები

2011 ფეხსაცმელები

კატალოგი
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

ნიუვეისი

ნიუვეის-ჯორჯია!
 
პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

ბლოგი

ბლოგი - ჰენდმეიდი
 
როგორ გავაკეთოთ მიუ მიუს მოდური ფეხსაცმელები

სამკაულები

  17  ივნისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

ფისუნია

სელებ - სტილი
 
ვარსკლავები ირჩევენ Hello Kitty-ს
მოდა/ვარსკვლავური სტილი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

2011

ნაწილი მეორე
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ჩანთები

კატალოგი
  2011 წლის აქტუალური ჩანთები დიზაინერებისგან
მოდა/ჩანთები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ