კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეშვიდე





1.    პირველი  ნაწილი     მესამე ნაწილი     მეხუთე ნაწილი
       მეორე ნაწილი         მეოთხე ნაწილი    მეექვსე ნაწილი
 

 დღეს მატასის დაბადების დღეა..
 ჩემი ძვირფასი უფროსი -ედიტი გერმანელი სტუმრებითურთ, გოლფის სათამაშოდ გავიტყუე და სამსახურეობრივი დროის, მთელი ორმოცი წუთი ”წასაჩკავების” ხარჯზე თავქუდმოგლეჯილი გავვარდი გუდვილში საჩუქრის საყიდლად ...
 ხანგრძლივი ბოდიალის შემდეგ, როცა უკვე ვიგრძენი რომ თავბრუსხვევა დამეწყო ამდენი ფერადი სათამაშოების ყურებით, ვიყიდე ულამაზესი ბარბის სახლი, თავისი დასაშლელ-ასაწყობი ავეჯით.. მაგრამ უპრინცოდ  (ასეა გენაცვალეთ, პრინცები ჩვენთვის კი არა ბარბისთვისაც აღარ იშოვება), მერე გულმოსულმა შევჩურთე ნავაჭრი, ტაქსის უკანა სავარძელზე და გეზი გვანცას სახლისკენ ავიღე.


2. 

 

-ზუკა მივლინებაში გამექცა, ჰოდა გაბრაზებულზე დავდექი და იმდენი საჭმელი გავაკეთე, იმდენი რომ.. მოკლედ გაითვალისწინეთ ”არ მცალია”,”ხვალ გამოვალ” და ეგეთი ტრუხა ბაზარის მოსასმენად, ყურები კატეგორიულად დახუჭული მაქვს! როგორმე უნდა ”ამათვისებინოთ” ეს ამოდენა ხორაგი
სხაპასხუპით მომაყარა ჯერ კიდევ დილით გაკეთებული პირველი ზარის დროს გვანცამ..

მერე მე თათბირზე შევედი
ჩემ გამოსვლამდე ოთხჯერ დარეკა
გამოსვლის მერე კიდევ სამჯერ
სანამ ბოლოს არ ვიფეთქე
თუმცა, მერე გამეცინა..

 გვანცას ასეთი სულსწრაფობა რომ არა, ალბათ მის ქმარს -ზუკას დღემდე არ ექნებოდა თავმობმული მისთვის ხელის თხოვნის ესოდენ მტკივნეული და საჭირბოროტო საკითხი, შესაბამისად მატასიც და ჩვენი დღევანდელი ქეიფის მიზეზიც განსახილველ პროექტთა სიაში ან იქნებოდა და ან არა.

 ჰო, ეხლა რაც შემეხება მე, ბოლო პერიოდში სერიოზულ პროგერსს მივაღწიე კიდევ ერთი ტონით გავიღიავე თმა..
აქტიურად დავიწყე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყიდვა-მოხმარება
ვისწავლე ფრანგული ...არა მარტო ენა, კერძების მზადებაც (ედიტის დაჟინების წყალობით)
თოთხმეტჯერ.. არა, თექვსმეტჯერ უპასუხოდ დავტოვე გუგას დაჟინებული ზარი მობილურზე..
მეჩვიდმეტე (ასეთივე უპასუხო) ზარის შემდეგ კი, სულაც შევიცვალე ნომერი..

 მოკლედ როგორც დუკა ამბობს : ”ისევ ის ძველი სალომე დავბრუნდი, ოღონდ გაცილებით უფრო ”ნავაროჩკა”და ”ნაშურ” ვიდზე



3

 

 არადა, ამ დროს რეალურად, ძველი სალომესგან თითქმის აღარაფერი დარჩა ჩემში.. გეგონება ვიღაც უცხომ აი ასე უბრალოდ აიღო და თვითნებურად დაიწყო ჩემი სულის სრულიად ახლებური ფორმით გამოძერწვა -გადაკეთება. არ ვიცი, თუ გინდათ უიღბლო, გამოუსწორებელი მეზღაპრე დამარქვით დუკასავით, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი, იმ ადამიანზე რომელსაც ოდესმე, სიცოცხლის ბოლოს მაინც ალალად ვეტყოდი: ”შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ნისლში დაკარგულივით ვეძებდი და ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ მაინც გიპოვნე თქო”.. მე მართლა მჯეროდა ნამდვილი სიყვარულის და იმის, რომ ადამიანები საკუთარი მეორე ნახევრის პოვნაში დაბორიალობენ სულცარიელები მანამ სანამ ...

 ნუ, მოკლედ... ეს ყველაფერი გუგამდე იყო.... გუგას მერე კი ..
ერთი შეხედვით პროგრესი სახეზე იყო ჩემს ცხოვრებაში: კარგი სამსახური ვიშოვნე, გარეგნულადაც დავიხვეწე, დეპრესიული პერიოდიც თითქოსდა საბოლოოდ გადავაგორე, მაგრამ ამ დროს დღითი დღე ვიგრძნობდი რომ ჩემში სრულიად სხვა ადამიანი სახლდებოდა.. ფრთხილი, ანგარიშიანი და რაც ყველაზე მთავარია...შურისმაძიებელი..

 სულ უფრო და უფრო ხშირად ვიჭერდი ჩემს თავს იმ აზრზე, რომ გარეგნული სიმშვიდისა და უდარდელობის ნიღბის მიღმა, ბრაზი და წყენა ბობოქრობდა სულის სიღრმეში..არც ერთი ღამე, არ დაღამებულა ჩემი და გუგას დაცილების შემდეგ მასზე ფიქრის გარეშე.. გამუდმებით ვატრიალებდი გონებაში წარსულის სურათებს, ლამაზ დღეებზე მოგონებებს საშინელი მარტოობის და სასოწარკვეთის კადრები ცვლიდა და ყოველ ჯერზე, როცა ვიხსენებდი თუ რამდენი ტანჯვა, ტკივილი და დამცირება მომაყენა ამ ადამიანმა დაუმსახურებლად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ჩემში საფუძვლიანად იკიდებდა ფეხს აზრი იმის შესახებ რომ დღეს, ხვალ, ზეგ ...ოდესმე მისთვის სამაგიეროს გადახდის დრო უნდა დამდგარიყო!
თუმცა გვანცას კარზე ზარის ღილაკს დავაჭირე თუ არა თითი, ჩემმა პირქუშმა აზრებმა, დროებით ისევ სადღაც სულის კუთხეში გადაინაცვლეს და წამიერად დავუბრუნდი ჩვეულ იერს :)

 სანამ მე იუბილარის მაგიდის ქვეშიდან გამოტყუების საკითხით ვიყავი დაკავებული, მისთვის კუთვნილი საჩუქარი რომ გადამეცა, გვანცამ და დუკამ მინიმუმ ნახევარი საქართველოს და სრულიად თბილისის გადაჭორვა მოასწრეს :) მათ შორის არც მაგდანასთვის დაუშურებიათ ”საქებარი ეპითეტები” ჩვეულებად გადაქცეული დაგვიანების გამო :)  თუმცა აბა, მაგდანა რისი მაგდანაა თუ სიურპრიზების გარეშე გამოძვრა?



4.
 

 ის ის იყო მაგიდასთან დავჯექით, რომ კარზე გაბმული ბრახა-ბრუხის და ვიღაცის გულამოსკვნილი ზლუქუნის ხმა გაისმა.. ორიოდე წუთში ოთახში თმაგაწეწილი, თვალბზე ტუშგადღბნილი მაგდანა შემობორიალდა, ხელში ჩართული ციფრული ეჭირა და ცრემლების ღვარღვარით დასჩერებოდა ანთებულ ეკრანზე რაღაცას თუ ვიღაცას ...
-ისა და იქნებ გაგვაგებინო, რა ჯანდაბა გეცა..
წარბები მრისხანედ გადააბა ერთმანეთს დუკამ
-მე და თემიკო დავცილდიიიიით....
საწყალობლად ამოისლუკუნა მადგანამ და ციფრული დედისერთა შვილივით მაგრად ჩაიხუტა გულში
- ამას უყურეთ ერთი..
მოსამართლესავით გადმოგვხედა მე და გვანცას დუკამ
-შენც რას მიყურებ ვააა ..
სლუკუნით შეუბღვირა მაგდანამ პასუხად და ციფრული კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე.

 დუკა მოულოდნელად ახტა სკამიდან და წამის მეასედში,ისეთი მრისხანე სახით დაადგა მაგდანას თავზე გეგონება ეს უკანასკნელი ეშაფოტზე ასაყვანი რომელიმე საცოდავი მონარქი იყო, თავად კი უმოწყალო ჯალათი..
-აბა ერთი ადექი.. ჰო, შენ გეუბნები.. ადე..და გამომყევი..მიდი მიდი დროზე!
... შეშინებული მაგდანა ტირილს მომენტალურად წყვეტს და სლოკინზე გადადის..
-აქეთ.. აარა არა მანდ არა.. აი აქეთ.. შენ კიდე გვანცა, დააყენე რა ეს დედააფეთქებული სარკე ერთ ადგილზე, ყველა მოსვლაზე ახალ-ახალ ადგილას მხვდება.. რა უბედურებაა ვაახ!
ცალი ხელით მაგდანას მკლავს ჩაფრენილი დუკა, უკმაყოფილო სახით დაბორიალობს ოთახებში
ბოლოს გვანცას საძინებელში აკეთებს საბოლოო დაშვებას..
-აბა ერთი ეხლა სარკეში ჩაიხედე... მაგ ტუშს თავი დაანებე, მერე ჩამოიბან.. ჩაიხედე და კარგად შეხედე ამ გამოშტერებულ, ლამაზ გოგოს.. ხო, შენ გეუბნები, შენ... მე იმ კაცის დედაც.. ვინც შენნაირზე უარს იტყვის, გამაგებინე ერთი, ვის მისტირი ან რას მისტირი? არა გრცხვენია? წავიდეს გაიაროს, ეგ ვიღაც თემიკოა თუ მაჩვზღარბი..

 დუკა ისე შეიჭრა როლებში, ვერცკი შეამჩნია გვერდით, პირში თითგაჩრილი მატასი როგორ ამოუდგა და გასაოცარი სიზუსტით დიაწყო მისი ყოველი მოძრაობის გამეორება...
მაგდანამ ჯერ სლოკინი შეწყვიტა..
მერე რაღაც ღიმილისმაგვარი გაუკრთა სახეზე..
ცოტა ხანში კი ხმამაღლა...ყურისწამღებად ახარხარდა.

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ბიუსტჰალტერი

რჩევები
  როგორი ბიუსტჰალტერი ჯობია?

მარჩესა

პრეტ-ა-პორტე
  Marchesa-ს გამოსასვლელი კაბები

2011 ფეხსაცმელები

კატალოგი
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

ლუქბუქი

ლუქბუქი
  დოლჩე და გაბანას საგაზაფხულო გლამური
მოდა/lookbook

ნიუვეისი

ნიუვეის-ჯორჯია!
 
პროდუქცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ემსახურება

მოდა

ცხელი ტენდეციები
  2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდა

ბლოგი

ბლოგი - ჰენდმეიდი
 
როგორ გავაკეთოთ მიუ მიუს მოდური ფეხსაცმელები

სამკაულები

  25  ივნისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

ფისუნია

სელებ - სტილი
 
ვარსკლავები ირჩევენ Hello Kitty-ს
მოდა/ვარსკვლავური სტილი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

2011

ნაწილი მეორე
 
2011 წლის აქტუალური ფეხსაცმელები დიზაინერებისგან
მოდა/ფეხსაცმელები
 

ჩანთები

კატალოგი
  2011 წლის აქტუალური ჩანთები დიზაინერებისგან
მოდა/ჩანთები
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ