კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მერვე





1.    პირველი  ნაწილი     მესამე ნაწილი     მეხუთე ნაწილი     მეშვიდე ნაწილი
       მეორე ნაწილი         მეოთხე ნაწილი    მეექვსე ნაწილი
 

 თებერვლის ბოლომდე კარიერული საქმეებით და საკუთარი თავის სრულყოფით ისე ვიყავი დაკავებული, რომ პრაქტიკულად სხვა არაფრისთვის მეცალა...

 კომპანია სადაც სამუშაოდ მოვხვდი, სხვადასხვა სახის სარეკლამო და კრეატიული იდეების გადამუშავებითა და მათი საზღვარგარეთ გატანა-ინვესტირებით იყო დაკავებული. ჩვენი შეფი - ედიტი, დაახლოებით ორმოცდაათიოდე წლის, კაფანდარა მწუთურთმიანი საოცრად ენერგიული ქალი, საკმაოდ გავლენიანი ფრანგული ოჯახიდან იყო, მამამისს სამრეწველო მაგნატს არა მარტო საფრანგეთში, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ჰქონდა მიმოფანტული სოლიდური კაპიტალი, რომლის მართვაც უკვე შთამომავლობით გადაეცა ედიტს და მის ტყუპისცალ ძმას -ეტიენს. თუმცა ედიტმა ამ შემთხვევაში კუთვნილი ქონება სულ სხვა მიმართულებით დააბანდა, ბუნებით მეცენატს და ნოვატორს, შემოქმედი და ნიჭიერი ადამიანების მოძიების და მართვის გასაოცარი უნარი გააჩნდა, აქედან გამომდინარე კომპანიაშიც საკმაოდ საინტერესო კონტიგენტი შემოიკრიბა..
თუმცა განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელიც მე და ედიტს ჩამოგვიყალიბდა, ჩემი მისვლიდან საკმაოდ მოკლე ხანში დაიწყო...
იმ დღეს გუგა ვნახე..


2. 

 

 სამუშაო დღის ბოლოს, რაღაც საბუთის გასაკეთებლად ბანკში დამჭირდა შერბენა.. სულ ორწუთიანი საქმე იყო, უცებ მოვრჩი.. უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ კარებში ნაცნობი სილუეტი გაკრთა და ”დენდარტყმულივით” მივეყინე ერთ ადგილს...
ხო ბიჭო ამანაც სულ გარეკა, იურისტს დაალაპარაკე.. მე ნუ ჩამრევთ ეხლა .. მოიცა თათა მირეკავს მეორეზე.. გადმომირეკე ცოტა ხანში.. ხო სიხარულო? მოიწყინე? აი ბანკში ვარ და მოვალ.. ოც წუთში მანდა ვარ..

 ლაპარაკობდა ჩვეული, უდარდელი მანერით.. როგორც ბავშვობაში, სახეზე ახლაც იგივე ოდნავ დამცინავი ღიმილი არ შორდებოდა... წამით ისევ იმ უსუსურ, პატარა სალომედ ვიგრძენი თავი, რომელსაც ბოროტმა თანაბაღელმა სათუთად ნაჩუქარი სათამაშო დაუხია უმოწყალოდ.. დიდობაში კი ამ სათამაშოს მსგავსად, უკვე თავად გათელა ფეხქვეშ ...
”თათა”. როგორც ჩანს დროს უქმად არ კარგავს გუგა.. გავიფიქრე ჩემთვის და სანამ ჩემი ქმარყოფილი ტელეფონზე საუბარს დაამთავრებდა, ვცადე როგორმე მის უჩუმრად, შეუმჩნევლად გავპარულიყავი ბანკის შენობიდან.. ერთი, ორი, სამი.... და ტფუ, ბედი არ გინდა? მაინც და მაინც შუა საუბარში გაეთიშა მოუბილური ჩემდა ჭირად ...
”აუ, დაჯდა ტო.. ამის დედაც.. ” ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და დაბნეული სახით მოავლო თვალი გარშემომოყოფებს...

 ნერვიულობისგან ცივმა ოფლმა დამასხა...
”ცოტაც და აუცილებლად შემამჩნევს” გავიფიქრე სასოწარკვეთილმა და შენობაში შემოსულ ვიღაც სოლდიურად გამოწყობილ ტიპს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე კისერზე უბოდიშოდ ჩამოვეკიდე
”ბექა საყვარელო როგორა ხარ? ასე უნდა დაკარგვა” ისეთი პათოსით ჩავჩურჩულე შექმნილი მდგომარეობით პირდაფჩენილ უცნობს, რომ ცოტა დამაკლდა ლამის თვითონვე დავიჯერე, თითქოსდა მართლა დიდი ხნის უნახავი მეგობარი აღმომეჩინოს ბანკის შენობაში..
 
 აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე წუთის განმავლობაში კოსტუმიანი ამაოდ ცდილობდა ჩემთვის მედგარი წინააღმდეგობა გაეწია, ნურას უკაცრავად, მე კიბორჩხალას სიმტკიცით ვიყავი ჩაჭიდებული მის მხარს და დიდი მონდომებით ვმალავდი სახეს გუგას მზერისგან, რომელსაც მალე ხალხის თვალიერება მობეზრდა და მოლარის ერთერთი კაბინისკენ დაიძრა, გამორთული მობილურის მისამართით გაგზავნილი ”დედის მოკითხვის” აკომპანიმენტით...
ცოტა ხანში, მას შემდეგ რაც დაბნეულ კოსტუმოსანს, ათი-ათასი ბოდიში დავაფრქვიე თავზე. სასწრაფოდ ქუჩაში გამოვვარდი, ტაქსში ამოვყე თავი და გეზი სამსახურის შენობისკენ ავიღე...



3.

 

 გუგას ნახვის შემდეგ ემოციები იმდენად ძლიერი იყო, რომ მივხვდი მარტო ყოფნა და ცოტა ხანით წატირება რომ არა, გული აი ასე თვითნებურად გამისკდებოდა..
 
 ოფისში მხოლოდ დამლაგებელი დამხვდა... დარჩენილი საქაღალდე მოვიმიზეზე, ჩემს კაბინეტში რაკეტასავით შევქანდი და კაი გემრიელი ღრიალი ამოვუშვი..
არ გამიგია როდის გაიღო კაბინეტის კარი.. არც მოახლოვებული ნაბიჯების ხმა გამიგია..

 მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა წითელმანიკურიანმა გამხდარმა ხელმა ბატისტის ლამაზი ცხვირსახოცი მომაწოდა, ლათინური ინიციალებით “E.Y.D”
L'amour fait passer le temps, et le temps fait passer (სიყვარული დროს კლავს, დრო კი სიყვარულს)
ჩაილაპარაკა ედიტმა ღიმილით და ჩემს წინ ჩამოჯდა, ტირილის მიზეზის მოსასმენად...



4.
 

...მეორე დღეს უკვე ვიცოდი, რომ სიცოცხლე იმ შემთხვევაშიც გრძელდება თურმე, როცა ბავშვობის მეგობარი და საუკეთესო დაქალი წაგართმევს საყვარელ ადამიანს.. თუმცა როგორც ფრანგები ამბობენ ”დრო კლავს სიყვარულს”, ჰოდა მეც მოთმინებით დავიწყე წუთების ათვლა ჩემი კუთვნილი სიყვარულის ეშაფოტზე ასაყვანად, რომ მერე ცივი გონებით და რაც მთავარია ცივი გულით მემოქმედა..

 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ტრაქტორის ძირები

მომავალი სეზონი
 მოდის სახლები ისევ ძველ დროს გვახსენებენ

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავური
ქამრები

ჩანთები

კოლექცია
 
მარკ ჯეიკობსის საზაფხულო ჩანთები

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავები მოკლე ვარცხნილობებით

ქუჩის მოდა

პატარა მოდელები
 
თბილისის ქუჩის მოდა

შორტები

ზაფხული
 
მოდური შორტები დიზაინერებისგან

ოპრა

ოპრა უინფრი
 
10 ათასი დოლარი და  iPad  ყველა თანამშრომელს

ონლაინ შოპინგი

  29  ივნისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

ფისუნია

სელებ - სტილი
 
ვარსკლავები ირჩევენ Hello Kitty-ს
მოდა/ვარსკვლავური სტილი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

ქართველები

საკრუიზო კოლექცია
  რატომ მეორდება ბიჭოლა თეთრაძე
ქართველები
 

რას გვერჩიან?

2011 ვარცხნილობა
 
რას გვერჩიან დიზაინერები?!
მოდა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ