კაბა კლუბი
"ერთი სიძულვილის ამბავი..."
ნაწილი მეცხრ





1.    პირველი  ნაწილი     მესამე ნაწილი     მეხუთე ნაწილი     მეშვიდე ნაწილი
       მეორე ნაწილი         მეოთხე ნაწილი    მეექვსე ნაწილი     მერვე ნაწილი
 

 აპრილის ბოლომდე, ყოველგვარი მოულოდნელ-გაუთვალისწინებელი ექსცესების გარეშე მიდიოდა ჩემი ცხოვრება..
პირად ცხოვრებაში, ბედისწერის მიერ ჩატარებული მწარე გაკვეთილი თავისებურ გამოწვევად და უძლიერეს სტიმულად იქცა ჩემთვის.. მონდომებით ვმუშაობდი და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, არანაკლები შემართებით ვხვეწდი როგორც პროფესიულ დონეს, ისე გარეგნობას.. ვიძენდი გავლენიან სანაცნობო წრეს..
ზოგჯერ მეგონა რომ ჩემი ცხოვრება ორმაგი გახდა..
უფრო სწორად თავად გავხდი ორმაგი..
მეგობრებისთვის ძველებული სალომე, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, გულგაქვავებული და შურისძიების წყურვილით სავსე ქალი იყო..

 აპრილის ბოლოს, მე და ედიტი ერთ-ერთ, მორიგ პრესკონფერენციაზე მიგვიწვიეს.. არ ვიცი, შეიძლება იმის ბრალი იყო რომ დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა და მორთვა-მოკაზმვისთვის დრო თავზესაყრელად მქონდა, ან შესაძლოა ინტუიციამ მიკარნახა რომ ჩემ ცხოვრებაში გადამწყვეტი ეტაპი დადგა, მონდომებით გამოვიპრანჭე და სახლიდან გასვლის წინ სარკეში გამოკვეთილ ჩემს ორეულს კმაყოფილი სახით ჩავუკარი თვალი..
 
 
პრესკონფერენცია დასასრულს უახლოვდებოდა ედიტმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ზარის გასაკეთებლად მცირე ”ტაიმ-აუტი” აიღო და ფოიესკენ გაემართა, მე ფურშეტის მაგიდას რამოდენიმე საპატიო წრე დავარტყი და ის-ის იყო თეფშზე დალაგებული გემრიელობების დაგემოვნებას შევუდექი რომ ლუკმა ყელზე დამადგა.. დარბაზში გუგა შემოვიდა..


2. 

 

  ვიღაც მაღალი, სიმპათიური მამაკაცი და ერთობ გამომწვევფიგურიან-ტუჩებიანი ქალი ახლდა თან..
მადა მომენტალურად დამეკარგა...თუმცა თავს დროზე შემოვუძახე და ის უსუსური სალომე რომელიც, გუგას სასტიკი საქციელით გულმოკლული, ბაღის ჭიშკართან ატუზული გულამოსკვნილი მოთქვამდა, სადღაც გულის უღრმეს და ბნელ კუნჭულში შევჩურთე..

 ”ეს იყო მთელი შენი შემართება მოქალაქე სალომე? აბა ხლა, თავი ამაყად აწია და ღირსებს შეგრძნებით სავსე მზერით გაემართა დარბაზის შუაგულისკენ..” დავუცაცხანე გულში საკუთარ თავს და რაც შეიძლება ამაყი სახით გავემართე დარბაზის იმ კუთხისკენ საითაც გუგა თავის თანმხლებ ადამიანებთან ერთად მეგულებოდა.
ბედისწერა ჭირვეული ქალბატონია, არავინ იცის როდის, რატომ ან რა მიზეზით გაგიღიმებს ან გაგიწყრება
იმ დღეს აშკარად სიცილის ხასიათზე იყო.. ან შეიძლება უღიტინებდა ვინმე :)
-უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით აქ ინტერნეტით სარგებლობა სად შიძლება?
მომესმა მოულოდნელად ოდნავ უცხოური აქცენტის მქონე ხმა
მოვტრიალდი და ხელში გუგას სიმპათიური თანმხლები შემრჩა
”აი, გამართლებაც ამას ქვია” გავიფიქრე გახარებულმა გულში და მთელი მონდომებით ვცადე უცნობს პრობლემის მოგვარებაში დავხმარებოდი..

 დარბაზში რომ დავბრუნდით უკვე ვიცოდი რომ კლაუსი (ასე ერქვა უცნობს) დედით ქართველი და მამით გერმანელი იყო.. საქართველოში მეორედ ვიზიტს მისი და გუგას საქმიანი ინტერესების თანხვედრა მოჰყვა თურმე და ამ გაუგებრობაშიც ზუსტად ამ მიზეზით აღმოჩნდა დღეს..
შესანიშნავი, ბუნჩულა ბიჭი გავიცანი მოკლედ :)
ჰოდა, სწორედ ამ ბუნჩულა ბიჭმა წარმადგინა მთელი მონდომებით რამოდენიმე წუთის შემდეგ, თანმხლებთა წინაშე :)
გაოგნებულ გუგას, ლამის ზეთისხილი გადასცდა თავისი კანაპეს ჩხირიანად :)
მის თანმხლებ ქალბატონს კი (ალბათ ქალურმა ინტუიციამ იმუშავა) გაშპაკლულ- დაპომადებული სახე მოლურჯო-მონაცრისფროდ შეეფაკლა აღელვებისგან, მას შემდეგ რაც ”რენტგენზე გამიყვანა” მონდომებით..
-სალომე? ... სალი.. მოიცა შენ აქ საიდან? ...ან შენ და კლაუსი რა პონტში? ... და საერთოდ რა ვიცი...ისა და...როგორა ხარ?.. აუ ჩემი, რა ვიდზე ხარ...
ფეტვივით დაბნეული გუგა, იქვე მდგომ ოფიციანტს ერთბაშად აცლის ფოდნოსიდან რამოდენიმე ჭიქა შამპანურს და სულმოუთქმელად სვამს..
-მანქანა მოვიდა გუგა, უხერხულია გველოდებიან..
წვრილი წარბების მკაცრი მოძრაობით ცდილობს ”სიტყვის ჩააკვეხებას” გუგას თანმხლები ქალბატონი..
-ჰა? .. აა, ხო მანქანა.. თაზო...რესტორანი.. მახსოვს.. ხლავე..
გონს მოგებას ცდილობს გუგა..
-თუმცა არა.. იცით რა? წადით.. კლაუსი და შენ.. მე მოგვიანებით შემოგიერთდებით.. საქმე მაქვს რაღაც.. გამახსენდა რომ არჯევანიძეს უნდა შევხვდე.. დილით დამირეკა .. ჰო დილით, ხლა გამახსენდა და ხო იცი ლელ მაგის ამბავი, შემჭამს მერე...
წამის მეასედში აცხობს ჩვეულ ოსტატურ ტყუილს..



3.

 

 მე ოდნავ დამცინავი, თუმცა ლმობიერი სახით ვდგავარ და მთელ ამ ფარსს ხალისით ვადევნებ თვალს
”ესეც ასე, გადაყლაპა ბატონმა თევზმა სატყუარა.. ” მეცინება გუნებაში..
ამასობაში გუგას და მისი თანმხლებ ”ტუჩებდაბურცულს” ხელჩართული ბრძოლა აქვთ გაჩაღებული :)
ქალმა აღშფოთებული სახით მოისროლა გუგას მიერ მიწოდებული ქაღალდს ხელსახოცი (რომელიც, როგორც ჩანს თვალებზე გადღაბნილი ტუშითვის იყო გამიზნული) და შემოსასვლელისკენ აპილპილებული სახით დაიძრა კლასუთან ერთად..

-წატი შენი!.. ისტერიჩკა..
ჩაილაპარაკა თავისთვის გუგამ და ჩემსკენ რაც შეიძლ მომხიბვლელღიმილაფარებული მობრუნდა..
ჰოდა, ისა ... სად გავჩერდით? აუ სალ, ეს რა ქალი დამდგარხარ ტო, სად იყავი აქამდე?


 ავტორი: ლილიტი

  ზევით


კატალოგი

ფეშენ ამბები

მოდური ტენდენციები

შემოგვიერთდით!

ტრაქტორის ძირები

მომავალი სეზონი
 მოდის სახლები ისევ ძველ დროს გვახსენებენ

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავური
ქამრები

ჩანთები

კოლექცია
 
მარკ ჯეიკობსის საზაფხულო ჩანთები

კაბები

კაბები პოდიუმიდან
 
ერთი ტონალობის კაბები დიზაინერებისგან

სელებ-სტილი

სელებ-სტილი
 
ვარსკვლავები მოკლე ვარცხნილობებით

ქუჩის მოდა

პატარა მოდელები
 
თბილისის ქუჩის მოდა

შორტები

ზაფხული
 
მოდური შორტები დიზაინერებისგან

ოპრა

ოპრა უინფრი
 
10 ათასი დოლარი და  iPad  ყველა თანამშრომელს

ონლაინ შოპინგი

  9 ივლისი  2010
წყარო:
http://www.instyle.ge
ფოტოები:
http://www.instyle.ge
რუბრიკა: 
 კაბა კლუბი
ამობეჭდვა  მეილზე გაგზავნა     

       უკან

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

გამოსასვლელი კაბები
 კაბები
დიზაინერებისგან

ინტერნეტ მაღაზია
შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი სახლიდან გაუსვლელად

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

 

ნოველა

My Story
 
ნოველა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული
 

ფისუნია

სელებ - სტილი
 
ვარსკლავები ირჩევენ Hello Kitty-ს
მოდა/ვარსკვლავური სტილი
 
             
 

ჰენდმეიდი

ბლოგი
 
ჰენდმეიდი - ვაშლებიანი პრინტი
ბლოგი
 

ტანკეტები

ონლაინ შოპინგი
 
ურბანოგის მოდური ტანკეტები
ონლაინ შოპინგი
 
             
 

ქართველები

საკრუიზო კოლექცია
  რატომ მეორდება ბიჭოლა თეთრაძე
ქართველები
 

რას გვერჩიან?

2011 ვარცხნილობა
 
რას გვერჩიან დიზაინერები?!
მოდა
 

  საწყისი  გვერდი         სილამაზე           მოდა           სელებრითები      ფოტოსესია      პატარძალი       მამაკაცი 

მოდელები
 KABA.ge - ს
მოდელების  კატალოგი

საბავშვო მოდა
საბავშვო
მოდა

სიახლეები
KABA.ge - ს
 სიახლეები

პატარძლები
 KABA.ge - ს 
 პატარძლების კატალოგი

             

კაბები პოდიუმიდან

კონტაქტი     რეკლამა    ჟურნალის  შესახებ